ახალი ამბები

მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება

მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება – ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული საკრებულოს წევრები მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნას შესძლებენ.

საკრებულოებში ფრაქციების ფორმირების ეს წესი პარლამენტის რეგლამენტის ანალოგიურია.

ცვლილებები “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ხორციელდება, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გურამ მაჭარაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებით მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა გამოირიცხება.

ჯერ კიდევ მოქმედი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საკრებულოში ფრაქცია შეიძლება ორი ან მეტი პარტიის წევრებმა შექმნან.