გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო – საკოორდინაციო საბჭო ე.წ. მწვანე პასპორტის შემოღებას გეგმავს
საკოორდინაციო საბჭო პოზიციებს ჯერ არ ცვლის, თუმცა, პრეზიდენტის ინიციატივაზე, რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
მკაცრი ზომები, სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის – ეს ამონარიდებია პრეზიდენტის განცხადებიდან. ეპიდემიოლოგებისთვის სიტყვა “ვალდებულების” გარდა, განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა არავაქცინირებული პაციენტებისთვის ფასიანი სერვისების შემოღება. პაატა იმნაძე ამბობს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს საკანონმდებლო ინიციატივა სჭირდება და იდეის განხორციელების წინააღმდეგია.
ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია, მხოლოდ გარკვეული სამიზნე ჯგუფებისთვის – ექიმებისა და მასწავლებლებისთვის უნდა იყოს აუცილებელი.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ, ე. წ. მწვანე პასპორტის ამოქმედება ქვეყანაში დროულად უნდა მოხდეს. საკითხზე მსჯელობა საბჭოს წევრებს პრეზიდენტის ინიციატივამდეც დაწყებული ჰქონდა. 2 დღის ვადაში გაირკვევა დეტალები, თუ რა პრივილეგიით ისარგებლებენ ვაქცინირებული ადამიანები.