ახალი ამბები

კახეთში ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნახშირის უკანონო გამოწვას კუსტარულად მოწყობილ ნახშირის გამოსაწვავ ორმოებში (სანახშირეები) ახდენდნენ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.