რეგიონში გაზის ტარიფი 20 თეთრით გაიზრდება
“სოკარ ჯორჯია გაზის” არასაყოფაცხოვრებო აბონენტები, 1 დეკემბრიდან ერთი კუბური მეტრი გაზის მოხმარებისთვის 20 თეთრით მეტს გადაიხდიან. შესაბამისად, ტარიფი 1 ლარი 15 თეთრი იქნება.
რეგიონების უდიდეს ნაწილს “სოკარი” ფარავს. მათ შორის იგი ბუნებრივ გაზს აწვდის პურის ქარხნებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტარიფის ზრდა მათ არ შეეხება.
“არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის”, – ნათქვამია “სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადებაში.
,,სოკარ ჯორჯიაში” ტარიფის ზრდის მიზეზად საწვავისა და მასალების გაძვირებას ასახელებენ.