ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”- თელავში უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვა ხდება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა.

,,ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 8 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები, ეს არის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.
ასევე ხდებქ საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა მათ შორის თეკავის ოლქში. თელავში ასევე ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა. გარდა ამისა დაფიქსირდა სხვა სახის დარღვევები.”