კახეთში არჩევნების მეორე ტური სამ საარჩევნო ოლქში ტარდება
კახეთის სამ საარჩევნო ოლქში, თელავში, ახმეტასა და ყვარლის ოლქებში არჩევნების მეორე ტური ტარდება.
თელავში არჩევნებისთვის 55 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი, ყვარლის მე-9 მაჟორიტარულ ოლქში 2, ხოლო ახმეტის მე-3 მაჟორიტარულ ოლქში ორი.
ქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტური ტარდება თელავის 55 საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს: ესენია ,,ქართული ოცნებიდან” ლევან ანდრიაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბოტკოველი.
მეორე ტური ტარდება ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში. მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ელდარ ბაღაკაშვილს შორის იმართება.
მეორე ტური ტარდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საბუე-ალმატის ოლქში. ერთმანეთს ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა ბერიაშვილი და პარტია ,,საქართველოსთვის” კანდიდატი რატი ტურიაშვილი უპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, 7 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი ხმათა უმრავლესობით პირველივე ტურში გამოვლინდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უმეტესობაში ხმების დიდი პროცენტი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს.