თელავში ქალთა უფლებებზე გადაღებული ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია გაიმართა
თელავის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია სახელწოდებით ,,ქალები ცვლილებებისთვის”, რომელიც მომზადდა პროექტის “ახალგაზრდები პლურალიზმისა და დემოკრატიისათვის” ფარგლებში.
ვიდეო-რგოლში ასახულია იყო პანკისელი გოგონების გამოცდილება სამოქალაქო აქტივიზმის მხრივ.
შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მისი მოსწავლეები. ასევე თელავის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი.
სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, მაქს პლანკის საერთაშორისო მშვიდობის და კანონის უზენაესობის ფონდთან ერთად, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს საქართველოში: ახალგაზრდები პლურალიზმისა და დემოკრატიისათვის.
პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდების გაძლიერება დემოკრატიული პროცესების, მრავალფეროვნების ინკლუზიისა და გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად.