სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მათი თქმით, შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი იყო, ხოლო დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი ორი პირი.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.