კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 658-ით გაიზარდა.
ეპიდემიოლოგების თქმით, რეგიონში ეპიდსიტუაციის გაუარესება მოსახლეობის მაღალმა მობილობამ, რთვლის და ტურისტულმა სეზონმა გამოიწვია.
რეგიონში დაკეტილია საბავშვო ბაღების უმეტესობა, დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული სკოლების უმრავლესობა.
განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, სადაც ინფიცირების ნახევარი ფიქსირდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 831 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 580 ადამიანი.