გურჯაანში 110 ტონა მოცულობის სამაცივრე მეურნეობა მოეწყო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში, სამაცივრე მეურნეობა გაფართოვდა. მეურნეობა ატმის, გარგრის, ხურმისა და კარალიოკის შენახვას ხმარდება და 20 ადამიანს ასაქმებს.
პროექტის ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 130,000 ლარი შეადგინა, მისი ჯამური ღირებულება კი 200,000 ლარია.
„საქართველოს ბანკისგან ფინანსური რესურსი სექტემბერში მოვიძიე, სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის ეტაპზე ვართ, რაც 50 ტონა მოცულობის სამაცივრე მეურნეობს მოწყობას გულისხმობს. ფაქტობრივად უკვე ბოლო ეტაპია, კეთდება აგრეგატი, რაც სამაცივრე მეურნეობას სჭირდება და თვითონ შენობის მოწესრიგებაც სრულდება, ვფიქრობთ საბოლოოდ 1-2 თვეში დავასრულებთ.
საქართველოს ბანკთან რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან კმაყოფილები ვართ. რამდენჯერმე გამოვიყენეთ მათი ფინანსური მხარდაჭერა და მისი დახმარებით ამ ეტაპზე 2 მაცივარი გვაქვს, ჯამში 60 ტონის მოცულობის, რაც უკვე ექსპლუატაციაშია შესული და მუშაობს. სამომავლოდ გაფართოებას კიდევ ვგეგმავთ, გვსურს თანამედროვე ტექნოლოგია დავნერგოთ და ჩვენს პარტნიორად ისევ საქართველოს ბანკს მოვიაზრებთ, როგორც ერთგულ პარტნიორდ,“- ამბობს პროექტის ბენეფიციარი შალვა ქართელიშვილი.