კახეთში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 155 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი ემსხვერპლა.