გურჯაანში კორონავირუსით პედაგოგი გარდაიცვალა
გურჯაანში კორონავირუსით პედაგოგი მაია ბეჟაშვილი გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში, ინგლისურ ენას ასწავლიდა.
ახლობლების ინფორმაციით, ის კორონავირუსით ოქტომბრის დასაწყისში დაავადდა და ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოშიმკურნალობდა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.