კახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის მიმდებარედ, მოქალაქემ 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საყოფაცხოვრებო ნარჩენით დააბინძურა გარემო.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი. მოქალაქემ ტერიტორია დაუყოვნებლივ დაასუფთავა.