ილიაწმინდაში, ანაგასა და ბოდბეში დებატკლუბები გაიხსნა
პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პირისპირ რეჟიმში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტით, გაიხსნა ახალი დებატკლუბები ილიაწმინდაში, ანაგასა და ბოდბეში.
პროექტის ფარგლებში, ახალი დებატკლუბები გაიხსნა სხვა რეგიონებშიც როგორც, პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
,,კახეთის მხარე განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩევა, კერძოდ კი, სიღნაღის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. პროექტის ფარგლებში ახლა უკვე 60 დებატკლუბი იწყებს აქტიურ მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე დაემატა ახალი კლუბებისვანეთში,სამეგრელოში, ზემო აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში და ქვემო ქართლში. გარდა ამისა, აქტიურად განახლდა მუშაობა საქართველოს სხვარეგიონების დებატკლუბებში, კერძოდ, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, რაჭაში, თბილისსა დააჭარაში.
პროექტის მესამე ფაზაში მოხდა მასწავლებლების შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით და, საბოლოოდ, შეირჩა მათი შეზღული რაოდენობა ძალიან მაღალი კონკურსის შედეგად.შესაბამისად, სკოლის მასწავლებლები, ხოლო შემდგომ მოსწავლეები ეუფლებიან მსოფლიოში პოპულარულდაეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს, ფორმალურ დებატებს. აღნიშნული სასწავლო პროგრამა კი შემუშავებულია საქართველოშიერთადერთი საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის წევრი ორგანიზაციის – საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის – მიერ”,- აცხადებენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები.