გურჯაანში ქალი მოკლეს, დაჭრილია ერთი პირი
სოფელ გურჯაანში მეზობელმა მეზობლად მცხოვრები ცოლ-ქმარი დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით,ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ცოლ-ქმარს გურამ და მერი ზარდიაშვილებს სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე მძიმე დაზიანებებით გურჯაანის ჯეო- ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეზობლების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი წლების წინ ორ ოჯახს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება იყო.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.