ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება (R)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას საბიუჯეტო პროცესში.
პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის 2022 წლის ბიუჯეტში 50 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით მოქალაქეთა მიერ წარდგენილი ინიციატივებიდან ერთი პროექტი დაფინანსდება, რომელსაც თავად მოსახლეობა კენჭისყრის შედეგად შეარჩევს.
ლაგოდეხში რეგისტირირებულ 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს შეეძლო 25 აგვისტომდე საპროექტი წინადადება წარედგინა მერიისთვის, თუ რის გაკეთება სურდა მის დასახლებაში. სულ 47 საპროექტო წინადადება დარეგისტრირდა, თუმცა მხოლოდ 23-მა იდეამ დააკმაყოფილა საპროექტო წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმები და კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა.
შერჩევის კრიტერიუმები კი შემდეგი იყო: საპროექტო წინადადება უნდა განხორციელებულიყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებების ფარგლებში; მის განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა უნდა ყოფილიყო 50 000 ლარის ფარგლებში, წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში და მისი განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო.
ამ ეტაპზე შერჩეული ინიციატივების ელექტრონული კენჭისყრა მიმდინარეობს, რომელიც 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა მხოლოდ ლაგოდეხში რეგისტრირებულ 18 წლის ასაკიდან მოქალაქეს შეუძლია.
გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და მხარი დაუჭირეთ თქვენთვის სასურველ პროექტს:
http://research.csed.ge/research/omeli-saproeqto-tsinadadebis-gankhortsieleba-gsurt-lagodekhis-2022-tslis-biujetidan/614057b395404850d6154cd6?fbclid=IwAR18bNyheL7xobku8oxMcXFrLszJDSKBHHu-fLVonHN28OhRUb-AMqKFQk0
იხილეთ პროექტ “დაგეგმე შენი ბიუჯეტის” ფეისბუქ გვერდი, სადაც გაეცნობით სიახლეებს:
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.