“ყველაფერი გაკეთდება, რომ სწავლა საკლასო ოთახებში შენარჩუნდეს” – განათლების სამინისტრო
განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში შენარჩუნდეს.
თუმცა, მისი ინფორმაციით, სამინისტრო ამ პროცესების დამოუკიდებლად მართვას ვერ შეძლებს.
“განათლების სამინისტრო იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ვისაც ჰქონდა სურვილი და ყველაფერს აკეთებდა და დღესაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესი სკოლებში. თუმცა, ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლების სამინისტრო დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ამ პროცესების მართვას, რადგან არამარტო სისტემების, არამედ საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა დგება”,- განაცხადა დგებუაძემ.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 687 კლასია გადასული.