ახალი ამბები

სურსათის ბანკი, რომლისთვისაც რესტორნებსა და სუპერმარკეტებს საქველმოქმედო მიზნით პროდუქტების გადაცემა შეეძლებათ, 2022 წლიდან შეიქმნება

რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში, 2022 წლიდან საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ.

შესაბამისი კანონმდებლობის დარეგულირებასა და სისტემის გამარტივებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს და მას პარლამენტში, სავარაუდოდ, ნოემბერში დააინიცირებს. ამავდროულად, სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, თუ რომელი საკვები პროდუქცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს.

პროექტს სამი მხარე ეყოლება: რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და სახელმწიფო.

წილოსანის თქმით, შეიქმნება სისტემა, სადაც ლოკაციის მიხედვით დარეგისტრირდება მიმღები მხარე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ლოკაციის პრინციპით მიებმება შესაბამისი ბენეფიციარი.