ამირან გამყრელიძე – სერიოზულად არის გაუარესებული სიტუაცია კახეთში
სერიოზულად არის გაუარესებული სიტუაცია კახეთსა და სამეგრელოში. ამიტომ, ყველგან უფრო მეტი აცრა არის ჩასატარებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, როგორც ჩანს, უკვე დავიწყეთ ვირუსის პიკისკენ წინსვლა.
,,4700 დაგროვილი შემთხვევებიც არის, დიდი ალბათობით ხვალ ეს მონაცემი ნაკლები იქნება, მაგრამ ვიქნებით 3000-4000 შემთხვევის ფარგლებში. ყველაზე ნაკლები შემთხვევათა რაოდენობა 100 000 ადამიანზე გადათვლით გვაქვს აჭარასა და თბილისში. აცრის მაჩვენებლით უკვე მივუახლოვდით 60%-იან თამასას თბილისში და ასევე საკმაოდ მაღალი გვაქვს აჭარაში. დღევანდელი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი გამოიკვეთა იმერეთში, ასევე სერიოზულად არის გაუარესებული სიტუაცია კახეთსა და სამეგრელოში. ამიტომ, ყველგან უფრო მეტი აცრა არის ჩასატარებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.