ახალი ამბები

სოფელ ველისციხეში ხანძრის შედეგად დაზარალებული მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული, მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად მოსახლეობამ თანხის შეგროვება დაიწყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახს, რომელსაც 5 შვილი ყავს, რამდენიმე დღის წინ დაეწვა საცხოვრებელი სახლი. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ავეჯი და ტანსაცმელი. ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

,,ყველას გთხოვთ გვერდში დგომას. ვიწყებთ მაქსიმალურ მობილიზებას და ვისაც რისი საშუალება გვაქვს, გთხოვთ, დავეხმაროთ პატარებს. ერთად ყველაფერს შევძლებთ. თანხის შეგროვების გარდა ვიწყებთ მაქსიმალურ მობილიზებას და ვაგროვებთ ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვა”,- აცხადებს სოფელ ველისციხეში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ნათია თათარაშვილი.

ოჯახის დასახმარებლად გახსნილია ბანკის ანგარიში:

#GE15LB0211153445014000
მიმღები ეკა მამულაშვილი