სამკვირიანი ძებნის შემდეგ, დედოფლისწყაროში მცხოვრები 35 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
21 დღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროში მცხოვრები 35 წლის ლევან ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის ტერიტორიაზე იპოვნეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დედამისს ბოლოს 19 სექტემბერს დაუკავშირდა და უთხრა, რომ თბილისიდან დედოფლისწყაროში მიდიოდა. ბოლოს ის ჩალაუბნის ტეკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, სადაც დედოფლისწყაროში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდამ გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეფონი დაკარგა და ახლობლებს სხვისი ტელეფონით უკავშირდებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილის ცხედარს მოქალაქეებმა მიაგნეს და პოლიციას შეატყობინეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ცხედარი მზისგულში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე პოლიციამ იპოვა. ეს სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთს ესაზღვრება. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.