რამდენი საჩივარი დაიწერა არჩევნებზე კახეთში და რა გადაწყვეტილება მიიღეს საოლქო კომისიებმა
კახეთის 8 საარჩევნო ოლქში კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ პერიოდში 85 საჩივარი დაიწერა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით კი საჩივრების რაოდენობა ასეთია: თელავი- 7 საჩივარი, სიღნაღში -13, ყვარელი -19, ახმეტა-4, ლაგოდეხი-20, დედოფლისწყარო-9, გურჯაანი -5 და საგარეჯო-8. საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელების განცხადებით, საჩივრების ნაწილი განიხილეს, საიდანაც ზოგიერთი დაკმაყოფილდა.
ისინი ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და საუბნო კომისიის წევრებმა გაფრთხილება მიიღეს. მათივე თქმით, საჩივრების ნაწილის განხილვა ამ დღეებში იგეგმება, თუმცა ის ისეთი ხასიათის არის, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
საოლქო კომისიებში აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვიდან ორი დღის ვადაში წარმდგენებს აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.