ახალი ამბები

თელავში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი მშენებარე სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა

თელავში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, მშენებარე სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ღამით მოხდა.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მას სიბნელეში ფეხი აუცდა და სახლიდან ეზოში გადავარდა. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა რთულია.