ვის შეუძლია ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ე.წ. ბუსტერ-დოზებით აცრა დაიშვა, თუმცა გარკვეული პირობებით.
ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ-დოზების გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ. 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება. აგრეთვე, მაღალი რისკის პროფესიებში. ისეთები როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული ადამიანები“, – განაცხადა გაბუნიამ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საქართველოში 4 ვაქცინით მიმდინარეობს: სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი და ასტრა-ზენეკა. ამ დრომდე მხოლოდ ვაქცინებით ორჯერადად აცრა იყო შესაძლებელი, ვაქცინაციის საბჭომ კი უკვე დამატებითი, ბუსტერებით აცრაც დაუშვა.