სოფელ კაბალში ადგილობრივის, იმზარ მამედოვის სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.
შემთხვევა, გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ორიდან ერთი ხელყუმბარა აფეთქდა და ეზოში მდგომი ავტომანქანა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომელიც მომხდარის მიზეზებს ადგენენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქმე ბიზნეს წილებს ეხება, რომელიც ამავე სოფელში მცხოვრები ნიაზოვების ოჯახს და მათთან დაპირისპირებულ პირებს უკავშირდება.