თელავში წარმოებული ღვინო აშშ-ში ექსპორტზე გავიდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მეღვინეობა ,,რტონის” მიერ წარმოებული ღვინო ექსპორტზე გავიდა.
,,მეღვინეობა რტონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეღვინე გიორგი სხირტლაძე აცხადებს, რომ მცირე მარანი 2018 წელს დაფუძნდა და წელს პირველი ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელა. სამომავლოდ გეგმავს ღვინის ტურიზმის განვითარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას.
მისი თქმით, ისინი ადგილობრივი და უცხოური ჯიშების ყურძნისგან ღვინოებს ქართული ტრადიციულით მეთოდით აწარმოებენ.