სტალინის მამის ცრუ საფლავი თელავში- ვიდეო
ოფიციალურად ცნობილია, რომ ბესარიონ (ბესო) ჯუღაშვილი 1909 წლის 12 აგვისტოს, თბილისის ე.წ. ,,მიხეილის საავადმყოფოში’’ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიულ არქივში დაცულ ერთ-ერთ მოგონებაში ვკითხულობთ: ,,მეგაზეთემ გაზეთი მოგვიტანა. ვანქის ქუჩაზე ბესო ჯუღაშვილი მოკლესო. სოსო შეწუხდაო”.
თანამედროვის მოგონებაში ავტორი ასაბუთებს, რომ თბილისში ბესარიონ ჯუღაშვილის გასვენებას საავადმყოფოდან, ე.წ. კუკიის სასაფლაოზე უშუალოდ ესწრებოდა. ვრცელი ინფორმაციის გასაგებად უყურეთ ვიდეოს, სადაც ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი, თელავში სტალინის მამის ცრუ საფლავის არსებობაზე საუბრობს.
ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური