კახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები „წითელი ნუსხით“ დაცული ჭალის მუხის სახეობის, ჯამში 4 ერთეული მორისა და უკანონოდ დამზადებული საშეშე მასალის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები.