ახალი ამბები

გამყრელიძე- კახეთში შეხვედრებზე გვპირდებიან, რომ რთველის მერე აცრის პროცესი გააქტიურდება

ვფიქრობ, რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი უფრო აქტიური იქნება -კახური ყურძენი და კახური ღვინო საქართველოს პასპორტია საერთაშორისო არენაზე“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კახეთში, ყარაჯალაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, რთველი წარმატებით სრულდება.

„მოგეხსენებათ, კახეთში ახლა რთველია. რთველი წარმატებით სრულდება და ყველას გვიხარია. მოგეხსენაბთ, რომ კახური ყურძენი და კახური ღვინო საქართველოს პასპორტია საერთაშორისო არენაზე. ეს პროცესი სრულდება, როგორც მეუბნებიან ძალიან წარმატებით, დიდი მოსავალია. ვფიქრობ, რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი უფრო აქტიური იქნება, ასე გვპირდებიან ყველა შეხვედრაზე “, – აღნიშნავს გამყრელიძე.