პროექტის სამიზნე ოჯახებისთვის ,,სუბსიდირებული სესხის” ფარგლებში, სექტემბერში 50-მდე სესხი გაიცა
მრავალშვილიანი ოჯახებისთვის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამის ფარგლებში პირველი სექტემბრიდან დღემდე, 50-მდე სესხი გაიცა.
“აწარმოე საქართველოში” განაცხადეს, რომ 17 სესხი განხილვის პროცესშია.
ცნობისთვის, პროგრამა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.