კახეთში კორონავირუსის 236 შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობამ კი 1 656.
,,ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 236 შემთხვევიდან, ახმეტაში -15, გურჯაანში-50, დედოფლისწყაროში -33, თელავში -59, ლაგოდეხში-21, საგარეჯოში-11, სიღნაღში- 32 და ყვარელში -15 შემთხვევაა დაფიქსირებული”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე კახეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 33 000 პირს. აქედან
ახმეტაში დღემდე დაფიქსირებულია კორონავირუსის -2 306 შემთხვევა, გურჯაანში -6 754, დედოფლისწყაროში -2 527, თელავში -6 455, ლაგოდეხში -4 558, საგარეჯოში -4 186, სიღნაღში-3 365, ყვარელში -2 846.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 3 143 პირს, მათ შორის 2 900 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 28 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 215 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, სულ რეგიონში გამოჯანმრთელდა 29 597 პირი და გარდაიცვალა 260 მოქალაქე.