ახალი ამბები

საქსტატი- საშუალო ხელფასმა საქართველოში 1 328 ლარს მიაღწია

2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 % (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი კვლავ საფინანსო სექტორშია. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ანაზღაურებას 482,2 ლარით აღემატება . ამის შესახებ ცნობილი საქსტატის კვლევიდან ხდება.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ აპრილ-ივნისში ქალების საშუალო ხელფასი 1 077,8 ლარი, ხოლო კაცების – 1 560 ლარი იყო. ამასთან, ქალების საშუალო ანაზღაურება წლიურად 153,6 ლარით, ხოლო კაცების ხელფასი 207,6 ლარით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.