რა შეზღუდვები მოიხსნა და რჩება ძალაში
საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომელიც მათივე თქმით, ეპიდსიტუაციის დარეგულირებასთან ერთად ეტაპობრივად გაუქმდება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე;
4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღებს; კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე;
სპორტულ ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. რაც შეეხება სპორტულ შეჯიბრებებს, გარდა იმისა, რომ ძალაში რჩება მაყურებლის გარეშე ჩატარება, მოთხოვნებს დაემატა მონაწილეებისთვის სავალდებულო ტესტირება ან აცრა. კერძოდ, ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72-საათიანი PCR ტესტი ან 24 საათის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი.
ასევე შეგახსენებთ, რომ დღეიდან დაიწყო ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით ფულადი გათამაშება. ლატარეასთან დაკავშირებით დამატები ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://knews.ge/?p=63442