ახალი ამბები

ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა – სავარაუდოდ, აყვანილია მძევლები

ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში სავარაუდოდ შეიარაღებული პირი შეიჭრა და სავარაუდოდ მძევლები აიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე თანამშრომელი და მომხმარებელი იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკში შეჭრილ მამაკაცს აქვს ხელყუმბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.