ახალი ამბები

გაიცანით საცხენოსნო გამყოლი, მუხმად მუთოშვილი სოფელ ჯოყოლოდან

საცხენოსნო გამყოლი, მუხმად მუთოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს.

მუხმადი რამდენიმე წელია საცხენოსნო ტურიზმშია ჩართული და ცხენოსნობით დაინტერესებულ ტურისტებს სათავგადასავლო ტურებს სთავაზობს პანკისისა და ხადორის ხეობებში, ასევე თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში.

ახალგაზრდა USAID/Zrda-ს პროექტის დახმარებით ახალგაზრდა გიდი საცხენოსნო ტურიზმის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს დაესწრო და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, ბურგუნდიისა და სენტრის პროვინციებში დაგეგმილ ტურში, რომელიც მიზნად საცხენოსნო ბიზნესში თანამედროვე სტანდარტების და პრაქტიკის გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.

პროექტის ფარგლებში მუხმადმა ასევე ცხენებისათვის სრული საცხენოსნო აღკაზმულობა მიიღო, გადაეცა საკემპინგე ინვენტარიც და წლევანდელ სეზონს მზადყოფნაში დახვდა.