სოფელ ვაზისუბანში 18 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებმა 18 წლის ახალგაზრდამ, თორნიკე ჭილაშვილმა თავი ჩამოიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მან წერილიც დატოვა, რომლის შინაარსიც ამ დრომდე უცნობია, ისევე როგორც თვითმკვლელობის მიზეზი ახალგაზრდის ოჯახის წევრებისთვისაც. გარდაცვლილი სოფელ კაჭრეთში მოქმედი პროფესიული კოლეჯის ,,აისის” სტუდენტი იყო.
კოლეჯის ადმინისტრაციამ თორნიკე ჭილაშვილის ვიდეოც გამოაქვეყნა. საგანმანათლებლო დაწესებულება მწუხარებას გამოთქვამს მომხდარზე და უსამძიმრებს მის ოჯახს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

