ახალი ამბები

თელავი- ყვარლის გზაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა- გარდაცვლილია ერთი პირი

თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცავები, მიმალული ავტომანქანისა და მძღოლის მოძიების სამუშაოებს ახორციელებენ.