ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე- ალბათ საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამკაცრების შესახებ იმსჯელა, თუმცა როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, შეზღუდვა მხოლოდ კვების ობიექტების საქმიანობას შეეხება.

ისინი ხვალიდან 23 საათის ნაცვლად 22 საათამდე შეძლებენ მუშაობას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს საბჭომ სხვა საკითხებზეც იმსჯელა და არ არის გამორიცხული მომავალში სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

“საკმარისი არასდროს არაფერი არ არის, ალბათ საჭირო გახდება კიდევ უფრო გამკაცრება (შეზღუდვების). დღეს საბჭომ მიიღო კონსესუსით რესტორნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა იყო სხვა საკითხებზეც სერიოზული მსჯელობა, თუმცა ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. ეს არ გამორიცხავს ხვალ, ზეგ სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული
“-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, თუ სექტემბერში ქვეყანამ შეძლო და მილიონი აცრა ჩაატარა, პანდემიის შეკავება შესაძლებელი იქნება.