ახალი ამბები

კახეთში 6 უკანონო სანახშირე ორმო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნახშირის გამოსაწვავი კუსტარულად მოწყობილი 6 უკანონო ორმო, ე.წ. სანახშირე გამოავლინეს.

ექვსივე უკანონო სანახშირე გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები, კუსტარულად მოწყობილ ორმოებში, ნახშირის უკანონო გამოწვას ახდენდნენ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.