ზურაბ ზვიადაურისთვის პატიმრობის შეფარდებას ადვოკატები დღეს გაასაჩივრებენ
მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის და ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს.
ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
ცნობისთვის, მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ.
შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.
ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

