გურჯაანელი ცნობილი ლოტბარი კლარა კეჟერაშვილი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრები მუსიკოსი, ღირსების ორდერის კავალერი და სხვა უამრავი ჯილდოს მფლობელი კლარა კეჟერაშვილი გარდაიცვალა.
მისი შვილის, სოფიო რაფაელას თქმით, ის ღირსების ორდენის კავალერი, საუკუნის ხელოვანის ტიტულის მფლობელი, მრავალი კონკურსების და ფესტივალების ლაურეატი, ქართული კულტურის ქომაგის მედლის მფლობელი, დიდი ოქროს მედლის მფლობელი, 13 კოლექტივის ხელმძღვანელი იყო.
მისივე თქმით, ის ასევე იყო ანსამბლ ,,ქალგულოს” ხელმძღვანელი თელავში, ანსამბლ ,,კონურის” ხელმძღვანელი თბილისში, გურჯაანის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მან კახეთის კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.
,,უნიჭიერესი მუსიკოსი, საგუნდო დირიჟორი წავიდა ჩვენგან. თავის საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანი მომღერლებისგანაც ასეთივე თავდაუზოგავ შრომას ითხოვდა, არ დამავიწყდება მისი თავისებური მუშაობის სტილი თვითოეულ მუსიკალურ ფრაზაზე, რომელიც სიმღერის შინაარსობრივ და მუსიკალურ, შინაგან ემოციურ მუხტზე იყო აგებული, რაც მომღერალს საშუალებას აძლევდა დირიჟორთან ერთად სრული სისავსით განეცდა შესრულებული მუსიკა. ყველა მოსწავლემ თუ მასთან ერთად მომუშავე პირებმა მისგან ვისწავლეთ არა მხოლოდ მუსიკალური პრინციპები არამედ მორალურიც. დედასავით გვარიგებდა გოგოებს. ხსოვნა და არ დავიწყება ჩვენ ნიჭიერ მაესტრას- კლარა მასწავლებელს”,- აცხადებენ კლარა კეჟერაშვილის მოსწავლეები და მეგობრები.

