„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატები პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაასახელა.
ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან დამარცხდება. მელიას თქმით, „დადგა დრო, აღარ მოვითმინოთ, აღარ შევეგუოთ, უიმედობას, უპერსპექტივობას, რაც დასამარცხებელია“.
მისივე თქმით, 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ისტორიული მნიშნველობისაა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები კახეთის რეგიონში არიან:
თელავი – გიორგი ბოტკოველი
საგარეჯო – დავით ჯავახიშვილი
ახმეტა – ზურაბ ოტიაშვილი
გურჯაანი – სერგი კაკალაშვილი
დედოფლისწყარო – თამაზ კოჭლამაზაშვილი
სიღნაღი – ზაზა პაპუაშვილი