ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხეში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უბედური შემთხვევის შედეგად 62 წლის კაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, თამაზ ქუმსიაშვილი გზის პირას არსებულ ჭაში ჩავიდა, რათა წყალი სოფლის სხვა უბანზე გადაემისამართებინა, თუმცა მან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ჭაში შვილიც ჩავიდა, მამის მსგავსად მანაც სიღრმიდან ამოსვლა ვეღარ მოახერხა.

თვითმხილველების თქმით, პროცესში ჩაერთო სამაშველო სამსახური, თუმცა 62 წლის კაცი, უჟანგბადობის გამო ადგილზე გარდაიცვალა.

ცოტა ხნის წინ ჭიდან მისი 40 წლის შვილიც ამოიიყვანეს, რომელიც ამ წუთებში გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის “ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობით შეიყვანეს.

One thought on “სოფელ ბაკურციხეში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

Comments are closed.