საქართველოში შესაძლოა, პროფესიების მიხედვით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს
საქართველოში შესაძლოა, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქის მაკა მინდაშვილის საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომლითაც მან პარლამენტს მიმართა.
როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა სახელმწიფომ ყველა პროფესიის მიხედვით, დააწესოს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, რათა ადამიანმა იცოდეს, რა ვაკანსიაზე მიდის და რა იქნება მისი ანაზღაურება საათობრივად.
მათ, შორის საკანონმდებლო წინადადებაში მოცემულია მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს საათობრივი ანაზღაურება პროფესიების მიხედვით. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, ეს მაგალითი მსხვილ ბიზნესზეა გათვლილი, სადაც მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 5 ლარიდან იწყება, მაქსიმალური კი 15-დან 25 ლარამდეა.
მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.