ახმეტასა და ყვარელში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ელექტრონულ ჟურნალში მითითებული 71,87 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ნაცვლად, დასაწყობებული ჰქონდა მხოლოდ 50 კუბური მეტრი ფიცარი. ამასთანავე, 15 ცალ ფირნიშს არ ჰქონდა მოცლილი საკონტროლო ფირნიში.
მათივე თქმით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში კი, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორია არ აქვს სრულყოფილად შემოღობილი, ასევე არ გააჩნია ბუნკერი და ნაგვერდულის განთავსებისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.