სოფელ თამარიანიდან დაკარგული ბიჭი ნაპოვნია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგული ბიჭი ნაპოვნია.
14 წლის გელა ჯიბღაშვილი ოჯახში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. დეიდის ინფორმაციით, როგორც მოზარდმა თქვა, თბილისში იმყოფებოდა და გზა აებნა. სოფელში კი სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდა.
მისი ადგილსამყოფელის დასადგენად, სამართალდამცავები რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ. გუშინ კი ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში მოზარდის დედა და დეიდა გამოკითხეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიჭი სახლიდან დაუკითხავად გავიდა, თუმცა, სხვა დროს გაუჩინარების შემთხვევა არ ყოფილა.