სოფელ თამარიანიდან დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგულ მოზარდს, ამ დრომდე ეძებენ.
14 წლის გელა ჯიბღაშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად, სამართალდამცავები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ. გუშინ ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში, მოზარდის დედა და დეიდაც გამოკითხეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ეს მოზარდის სახლიდან დაუკითხავად წასვლის პირველი შემთხვევა არ არის. თუმცა, ბავშვი ამდენი ხნის განმავლობაში არცერთხელ გაუჩინარებულა.
შეგახსენებთ, გელა ჯიბღაშვილი სახლიდან 1 აგვისტოს, დილით გავიდა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.