თელავში შესაძლოა ტაქსით მგზავრობის ფასი გაიზარდოს
თელავში შესაძლოა ტაქსის მძღოლებმა მგზავრობის ფასი გაზარდონ.
ამ ეტაპზე ქალაქში გადაადგილების საფასური 3 ლარია. როგორც ტაქსის მძღოლები აცხადებენ, ისინი ფასის გაზრდას ერთი ლარით გეგმავენ, რადგან საწვავის ფასიც საგრძნობლად არის მომატებული.
“ჩვენც არ გვსურს, რომ მოსახლეობას გავუძვიროთ მგზავრობის საფასური, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ გვრჩება. ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ თუ საწვავი არ გაიაფდა, მოგვიწევს 4 ლარამდე გავზარდოთ ქალაქში გადაადგილების საფასური”,- განაცხადეს თელავში მომუშავე ტაქსის მძღოლებმა.