ლაგოდეხში 14 წლის ბავშვს მეორე დღეა ეძებენ
ლაგოდეხში 14 წლის გუჯა ბეჟუაშვილს უკვე ორი დღეა ეძებენ. ის სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ბავშვს ოჯახის წევრები, თანასოფლელები და პოლიცია ეძებს.
“არ ვიცით სად არის უპრობლემო ბავშვია, ოჯახის წევრებთანაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ასე არასოდეს მოქცეულა, ტელეფონზე ვურეკავთ და ზარს არ პასუხობს, არსად ჩანს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე პოლიცია”,- აცხადებს ბიჭის დეიდა ნინა დროვიანიკი.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და ადგილობრივი მოსახლეობა.