თელავში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს .
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური აპარატის, დენის წყაროსა (აკუმულატორი) და ჩოგან-ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას.
,,სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 4 კილოგრამი შერეული სახეობის თევზი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”,– აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.